აღმოაჩინე ზუსტი ეთნიკური წარმომავლობა

პაკეტი სტარტერი - საუკეთესო ვარიანტი დასაწყებად

მიიღე 130-ზე მეტი ანგარიში: წარმომავლობა + გენეტიკური მახასიათებლები + ველნესი + დნმ კავშირი

გენეტიკური ანალიზი - თანამედროვე პრევენციული მედიცინის ცენტრია

პაკეტი ედვენსი - სიღრმისეულად გაიცანი შენი დნმ

მიიღე 420-ზე მეტი ანგარიში: ჯანმრთელობა + წარმომავლობა + გენეტიკური მახასიათებლები + ველნესი + დნმ კავშირი

კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ ნერწყვის მარტივი ნიმუშით

გააკეთე ფარული გენეტიკური რისკების პრევენცია! სანამ ისინი თავს იჩენენ

ტესტის საფასური ერთჯერადია და მოიცავს თქვენ განახლებად ანგარიშზე მუდმივ წვდომას

მიიღეთ საუკეთესო დნმ-ის ტესტირების შედეგი 5 მარტივ ნაბიჯში

1. შეუკვეთე დნმ ტესტი ონლაინ, ადგილზე უფასო მიწოდებით

2. დაარეგისტრირე ტესტი ოფიციალურ საიტზე და შექმენი პროფილი

3. აიღე ნერწყვის ნიმუში ინსტრუქციის მიხედვით და გამოიძახე კურიერი

4. უფასოდ დააბრუნე ნიმუში და ტესტი გაიგზავნება ესპანეთის ლაბორატორიაში

5. ტესტირების შედეგს მიიღებ ონლაინ, ელ. ფოსტაზე და საიტის პროფილში

რა ინფორმაციას გაიგებ tellmeGen-ის სტარტერ და ედვენს დნმ ტესტით?

უნიკალური გენეტიკური მახასიათებლები

  • გინდა იცოდე, დილის ადამიანი ხარ თუ საღამოს?
  • ბუნებრივად რისკის მაძიებელი ხარ თუ უფრო ფრთხილი?
  • გაინტერესებს, როგორ გავლენას ახდენს შენი გენები სტრესზე რეაგირებასა და გონებრივ სისხარტეზე?
  • გაქვს თუ არა გენეტიკური მიდრეკილება კოფეინზე, ნიკოტინზე ან ალკოჰოლზე?
  • გიფიქრია როგორ აყალიბებს შენი დნმ ძილის ჩვევებს, მოტივაციას ან პიროვნულ თავისებურებებს?
  • აღმოაჩინე გენეტიკური დეტალები თუ როგორია შენი - სუნების აღქმა, სიცივისადმი მგრძნობელობა, მეტაბოლიზმის სიჩქარე, ორგანიზმის რეაგირება ჰორმონებზე და ალერგენებზე.

*მოიცავს როგორც სტარტერი, ასევე ედვენს პაკეტი

ველნესი - დაგეგმე ცხოვრების წესი

  • გაიგე რამდენად ძლიერია შენი ორგანიზმის ბუნებრივი ანტიოქსიდანტური დაცვა და სტრესთან ბრძოლის უნარი?
  • გაქვს თუ არა გენეტიკურად მაღალი ან დაბალი ქოლესტერინის დონე?
  • რამდენად სწრაფად აღდგება შენი კუნთები ვარჯიშის შემდეგ? როგორი მაჩვენებლები გაქვს გენეტიკურად სირბილის და გამძლეობის მიმართ?
  • რამდენად ძლიერად აკონტროლებს შენი გენები მადას? გაქვს თუ არა ტკბილეულის მიმართ ბუნებრივი მიდრეკილება?
  • რომელი ვიტამინების ათვისება უჭირს შენ ორგანიზმს ბუნებრივად?
  • როგორია შენი მეტაბოლიზმი დნმ-ის მიხედვით, სწრაფი თუ ნელი? მიდრეკილია თუ არა შენი ორგანიზმი ცხიმიანობისკენ?
  • ეს ცოდნა დაგეხმარება უკეთ წარმართო კვების, ცხოვრების წესის და ფიზიკური აქტივობის არჩევანი, რომელიც მორგებულია შენ ბიოლოგიაზე.

*მოიცავს როგორც სტარტერი, ასევე ედვენს პაკეტი

წარმომავლობა და თქვენი ფესვები

  • აღმოაჩინე შენი ფესვები და ზუსტად გაიგე ინფორმაცია რომელი ეროვნებების დნმ-ის ნაკრები გაქვს.
  • გამოიკვლიე შენი დედისეული და მამისეული ჰაპლოჯგუფები, ნეანდერტალელის დნმ და ეთნიკური მემკვიდრეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • დნმ ტესტი ადარებს შენს გენეტიკურ მარკერებს გლობალურ რეფერენტულ პოპულაციებს, გაიგე ინფორმაცია შენს გენეალოგიაზე მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში.

*მოიცავს როგორც სტარტერი, ასევე ედვენს პაკეტი

დნმ კავშირი

  • გარდა იმისა, რომ აღმოაჩენთ თქვენს გენეტიკურ ოჯახს, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ ან მისცეთ მათ შესაძლებლობა, დაგიკავშირდნენ თქვენ.
  • ნათესაური კავშირების მონაცემები აქტიურია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ოჯახის წევრის დნმ მონაცემები არის tellmeGen-ის მონაცემების ბაზაში, ან მონაცემები ფიქსირდება მესამე მხარის მიერ გაზიარებულ დაუმუშავებელ მონაცემების ბაზაში.
  • რეგულარული განახლებების ფარგლებში მიიღებთ შეტყობინებას, თუ თქვენი დნმ ნათესავებიც ასევე გაიკეთებენ დნმ ტესტს.

*მოიცავს როგორც სტარტერი, ასევე ედვენს პაკეტი

ოჯახის დაგეგმვა და მემკვიდრეობითი დაავადებები

  • იცი თუ არა რომ ბევრი მემკვიდრული დაავადება სრულიად შეუმჩნეველი რჩება მანამ, სანამ მომავალ თაობას არ გადაეცემა?
  • გაინტერესებს გაქვს თუ არა ფარული გენეტიკური დაავადებები, რომელთა გადაცემაც მომავალ შვილებზეა შესაძლებელი?
  • ხომ არ არის შენს დნმ-ში სერიოზული მემკვიდრული დაავადებები, მაშინაც კი თუ თქვენს ოჯახში არავის აქვს სიმპტომები?
  • ხართ თუ არა თქვენ და თქვენი პარტნიორი გენეტიკურად თავსებადი დაავადებებისგან დაცული?
  • გაინტერესებს ატარებ თუ არა გენეტიკურ ვარიანტს, რომელიც დაკავშირებულია გულის, მეტაბოლურ ან ნევროლოგიურ დაავადებებთან?
  • ტესტის შედეგები გეხმარებათ თქვენ და თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს, მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და განახორციელოთ პროაქტიული ზომები.

*მოიცავს მხოლოდ ედვენს პაკეტი.

გენეტიკური მიდრეკილება და რისკები

  • რატომ ხართ შფოთვისკენ მიდრეკილი? არის თუ არა შენი დეპრესიის რისკი გენეტიკურად ჩაწერილი?
  • რა რისკებს მალავს შენი დნმ გულის შეტევის ან ინსულტის მხრივ?
  • ებრძვის თუ არა შენი იმუნიტეტი საკუთარ სხეულს? ზრდის თუ არა დნმ აუტოიმუნური დაავადებების რისკს?
  • გაქვს თუ არა კუჭ-ნაწლავის პრობლემები გენეტიკურად გადმოცემული?
  • რატომ სუსტდება შენი ძვლები ასაკთან ერთად? რა რისკებს მალავს შენი დნმ ოსტეოპოროზის მხრივ?
  • გაქვს თუ არა გენეტიკური მიდრეკილება სუნთქვის ქრონიკული პრობლემების მიმართ?
  • გაქვს თუ არა მხედველობის დაკარგვის რისკი გენეტიკურად მაღალი?
  • ზარმაცობს თუ არა შენი ფარისებრი ჯირკვალი გენეტიკის გამო? მიუთითებს თუ არა დნმ ჰორმონალურ რისკებზე?
  • რა გენეტიკურ რისკებს ატარებთ სხვადასხვა სიმსივნური რისკების მხრივ?
  • ამ ინფორმაციის დახმარებით, ჯანდაცვის სპეციალისტთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ პროაქტიული ზომები გრძელვადიანი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

*მოიცავს მხოლოდ ედვენს პაკეტი.

ფარმაკოგენეტიკური ანგარიში

  • გიფიქრია რატომ მოქმედებს ერთი და იგივე ტკივილგამაყუჩებელი შენზე იდეალურად, სხვებზე კი არა?!
  • იცი რომ ზოგიერთი ადამიანი კონკრეტული მედიკამენტების მიღებისას ძლიერ გვერდით მოვლენებს განიცდის უბრალოდ საკუთარი დნმ-ის გამო?
  • ღებულობ თუ არა მედიკამენტებს, რომელთა მეტაბოლიზმიც თქვენს ორგანიზმში შეიძლება ძალიან ნელა ან ძალიან სწრაფად მიმდინარეობდეს?
  • მოქმედებს თუ არა შენი გენეტიკა იმაზე, როგორ რეაგირებ ანტიდეპრესანტებზე ან ანტიფსიქოზურ საშუალებებზე?
  • რა მოხდება, თუ მარტივ დნმ ტესტს შეუძლია გიჩვენოს რომელმა წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს მეტი გვერდითი მოვლენა?
  • მიგიღია თუ არა წამლები რომელმაც მოსალოდნელი ეფექტი ვერ მოგცა? მიზეზებს შენი გენები ხსნიან.
  • ეს ინფორმაცია ექიმს ეხმარება უფრო უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის არჩევაში, რაც ამცირებს გვერდით მოვლენებს და აჩქარებს გამოჯანმრთელებას, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტთან.

*მოიცავს მხოლოდ ედვენს პაკეტი.

გაიგე ყველაფერი დნმ ტესტისა და myDNA-ის შესახებ