ნაკრები ოჯახისთვის
სტარტერ ნაკრებით აღმოაჩინეთ, როგორ მოქმედებს თქვენი გენეტიკა თქვენი ცხოვრების ძირითად ასპექტებზე. დნმ ტესტი დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
1. გენეტიკური პიროვნული თვისებები: მიიღეთ 80-ზე მეტი ანგარიში.
2. ველნესი, სპორტი და კვება: მიიღეთ 50-ზე მეტი ანგარიში.
3. წარმომავლობა და თქვენი ფესვები: დეტალური ინფორმაცია თქვენი წინაპრების და ფესვების შესახებ. (ჰაპლოჯგუფების, ქვეჰაპლოჯგუფებისა და ნეანდერტალელის დნმ).
4. დნმ კავშირი: აღმოაჩინეთ ნათესავები, რომლებმაც ასევე გაიკეთეს დნმ ტესტი.
-
უფასო ტრანსპორტირება: სახლში მოტანა და ლაბორატორიაში გაგზავნა.
-
უწყვეტი წვდომა შედეგებზე: მუდმივად უფასო საინფორმაციო განახლებები.
-
ერთჯერადი შეძენა: დამატებითი საკომისიოების და ყოველთვიური ხარჯების გარეშე.
-
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა: მონაცემები დაცულია უმაღლესი ევროპული სტანდარტებით.
უნიკალური გენეტიკური მახასიათებლები
- გინდა იცოდე, დილის ადამიანი ხარ თუ საღამოს?
- ბუნებრივად რისკის მაძიებელი ხარ თუ უფრო ფრთხილი?
- გაინტერესებს, როგორ გავლენას ახდენს შენი გენები სტრესზე რეაგირებასა და გონებრივ სისხარტეზე?
- გაქვს თუ არა გენეტიკური მიდრეკილება კოფეინზე, ნიკოტინზე ან ალკოჰოლზე?
- გიფიქრია როგორ აყალიბებს შენი დნმ ძილის ჩვევებს, მოტივაციას ან პიროვნულ თავისებურებებს?
- აღმოაჩინე გენეტიკური დეტალები თუ როგორია შენი - სუნების აღქმა, სიცივისადმი მგრძნობელობა, მეტაბოლიზმის სიჩქარე, ორგანიზმის რეაგირება ჰორმონებზე და ალერგენებზე.
*მოიცავს როგორც სტარტერი, ასევე ედვენს პაკეტი
ველნესი - დაგეგმე ცხოვრების წესი
- გაიგე რამდენად ძლიერია შენი ორგანიზმის ბუნებრივი ანტიოქსიდანტური დაცვა და სტრესთან ბრძოლის უნარი?
- გაქვს თუ არა გენეტიკურად მაღალი ან დაბალი ქოლესტერინის დონე?
- რამდენად სწრაფად აღდგება შენი კუნთები ვარჯიშის შემდეგ? როგორი მაჩვენებლები გაქვს გენეტიკურად სირბილის და გამძლეობის მიმართ?
- რამდენად ძლიერად აკონტროლებს შენი გენები მადას? გაქვს თუ არა ტკბილეულის მიმართ ბუნებრივი მიდრეკილება?
- რომელი ვიტამინების ათვისება უჭირს შენ ორგანიზმს ბუნებრივად?
- როგორია შენი მეტაბოლიზმი დნმ-ის მიხედვით, სწრაფი თუ ნელი? მიდრეკილია თუ არა შენი ორგანიზმი ცხიმიანობისკენ?
- ეს ცოდნა დაგეხმარება უკეთ წარმართო კვების, ცხოვრების წესის და ფიზიკური აქტივობის არჩევანი, რომელიც მორგებულია შენ ბიოლოგიაზე.
*მოიცავს როგორც სტარტერი, ასევე ედვენს პაკეტი
წარმომავლობა და თქვენი ფესვები
- აღმოაჩინე შენი ფესვები და ზუსტად გაიგე ინფორმაცია რომელი ეროვნებების დნმ-ის ნაკრები გაქვს.
- გამოიკვლიე შენი დედისეული და მამისეული ჰაპლოჯგუფები, ნეანდერტალელის დნმ და ეთნიკური მემკვიდრეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
- დნმ ტესტი ადარებს შენს გენეტიკურ მარკერებს გლობალურ რეფერენტულ პოპულაციებს, გაიგე ინფორმაცია შენს გენეალოგიაზე მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში.
*მოიცავს როგორც სტარტერი, ასევე ედვენს პაკეტი
დნმ კავშირი
- გარდა იმისა, რომ აღმოაჩენთ თქვენს გენეტიკურ ოჯახს, ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ ან მისცეთ მათ შესაძლებლობა, დაგიკავშირდნენ თქვენ.
- ნათესაური კავშირების მონაცემები აქტიურია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ოჯახის წევრის დნმ მონაცემები არის tellmeGen-ის მონაცემების ბაზაში, ან მონაცემები ფიქსირდება მესამე მხარის მიერ გაზიარებულ დაუმუშავებელ მონაცემების ბაზაში.
- რეგულარული განახლებების ფარგლებში მიიღებთ შეტყობინებას, თუ თქვენი დნმ ნათესავებიც ასევე გაიკეთებენ დნმ ტესტს.
* მოიცავს როგორც სტარტერი, ასევე ედვენს პაკეტი